საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული დროებითი სანქციების ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, როგორც ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება აეკრძალა.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სანქციები ასევე დაუწესა ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილს, ვიქტორ ლუკაშენკოს, რომელიც ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის ოპოზიცია აქციებს მართავს, ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება, არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვებას არ აღიარებს.