29 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
ბოლო 24 საათში პოლიციამ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 705 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 705 ფაქტი გამოავლინა.

უწყების ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 106 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

მათივე ცნობით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 599 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

დღის ამბები