29 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR - ბერდია სიჭინავა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში 16 646 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR ტესტი.

"2 თვიანი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR. შედეგად, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების  4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169 649-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 141 392-მდე.  

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 576 გარდაცვალების შემთხვევა. 

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში - 339, იმერეთში - 673, ქვემო ქართლში - 419, შიდა ქართლში - 354, გურიაში - 126, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 388, კახეთში - 384, მცხეთა-მთიანეთში - 109, სამცხე-ჯავახეთში - 111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 41.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   2 963, აჭარაში - 1 015, იმერეთში - 1 332. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 123  პირი, მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 158, იმერეთში - 257. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 51, იმერეთში - 48. 3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 187 - თბილისში, 1 858 - აჭარაში, 409 - იმერეთში. 16 067  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -338, აჭარაში - 213, ხოლო იმერეთში - 27.

სულ  6 ოქტომბრიდან - 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 20 064 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 017 პირი, აჭარაში - 10 771, იმერეთში - 5 572,"- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები