29 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტანტებმა ევროკავშირისა და აშშ-ს დროშები აღმართეს

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გრძელდება - დღეს აქციის მონაწილეებმა ე.წ "თავისუფლების კვარტალში" ევროკავშირისა და აშშ-ს დროშები აღმართეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სტრატეგიული მოკავშირეების დროშები მადლიერების ნიშნად აღმართეს.

რაც შეეხება აქციას, ოპოზიციის თქმით, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება კომპრომისზე არ წამოვა და მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მის ხელახლა ჩატარებას ითხოვს. 

 

დღის ამბები