ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში წუხელ გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელები ერთ-ერთ ოჯახში ღამის 4 საათზე შეიჭრნენ, სადაც ასაკოვანი ქალი ამ ეტაპზე მარტო ცხოვრობს.
"კურიერისვე" ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქალს სცემეს.
შს სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას 179-ე ყაჩაღობის მუხლით აწარმოებს. პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.