ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს თქმით, მისმა პარტიამ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სოციალისტურმა პარტიამ და მასთან მოკავშირე ძალებმა მიიღეს.
საერთაშორისო საზოგადოებამ და ქვეყნის ოპოზიციურმა ძალებმა, რომელსაც ხუან გუაიდო ხელმძღვანელობს, არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 31%-მა მიიღო.