29 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოვლინდა - შსს

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 70 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 785 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

დღის ამბები