29 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ფართო გაგებაზე დამყარებული გადაწყვეტილების პოვნას, თუმცა არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ამაზე თავდაჯერებით ვისაუბრო - კარლ ჰარცელი

ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მედიასთან კომენტარს აკეთებს. როგორც მოლაპარაკების ერთ-ერთი ფასილიტატორი აცხადებს, წინ რთული პროცესია, მაგრამ, მისი თქმით, საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომელიც ფართო გაგებაზე იქნება დამყარებული.

"ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ მოლაპარაკებების ბოლო კვირის მოახლოებასთან ერთად, პარლამენტის შეკრებამდე, წინ რთული დისკუსია გველის. ამ საკითხში რეალისტები უნდა ვიყოთ. ფასილიტატორებმა წარმატებას მივაღწიეთ იმ გაგებით, რომ მოვახერხეთ სხვადასხვა მხარეების ერთად შეკრება სალაპარაკოდ, ბევრი კარგი იდეა დაიდო მოლაპარაკებათა მაგიდაზე, ჩვენ წინ გარკვეული მენიუა. ამავდროულად, ახლა სიმართლის დრო დადგა, დიალოგის ყველა მონაწილემ ახლა მართლაც მონდომებით და ბევრი უნდა იფიქროს, თუ როგორ სურთ ამ დისკუსიების დასრულება. ეს ის პროცესია, რის გარკვევასა და დახმარებასაც ვაგრძელებთ.

საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომელიც ფართო გაგებაზე იქნება დამყარებული, ამ სიტუაციაში ეს ერთადერთ სწორ გამოსავლად მიმაჩნია. თუმცა ამ იდეის სხვადასხვა ელემენტზე სპეკულირებას ვერ დავიწყებ,რადგან მე ფასილიტატორი ვარ და არა მოსამართლე, გადაწყვეტილება ჩემი მისაღები არ არის. ყველა მოლაპარაკებაში უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა მხარემ ჩადოს მაქსიმალური ძალისხმევა,რომ იფიქრონ თუ როგორ გახადონ საკუთარი პოზიცია საუკეთესო გზად შეთანხმების მისაღწევად და აგრეთვე, რომ დაეხმაროს მეორე მხარეს ამ მიმართულებით. ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა ვპროგნოზირებ ძალიან რთულ გადაწყვეტილებებს ყველა მხრიდან, ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ფართო გაგებაზე დამყარებული გადაწყვეტილების პოვნას, თუმცა არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ამაზე თავდაჯერებით ვისაუბრო. ვიმედოვნებ და დარწმუნებულიც ვარ, რომ ყველა მონდომებით იმუშავებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ კარგი შედეგით დავასრულოთ მოლაპარაკებები,თუ ეს შესაძლებელია," - განაცხადა ჰარცელმა. 

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება. 

 
დღის ამბები