29 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის და მთლიანად სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის მიუღებელია ისეთი ტიპის განცხადებები, რომლებიც ახდენს ჯანდაცვის მინისტრის და, ზოგადად, სპეციალისტების დისკრედიტაციას.

მისი თქმით, გაუმართლებელია შეტევა ექიმებზე იმ დროს, როდესაც ისინი ბრძოლის წინა ხაზზე უკვე 10 თვეა დგანან.

"ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა რიგ შემთხვევებში გამოგონილი ამბებით, არის იგივე, რაც, მაგალითად, საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის მინისტრს დაესხა თავს და მიზანმიმართული კამპანია გააჩაღო მის წინააღმდეგ.

დღეს და ამ საკითხში არა ერთმანეთთან ბრძოლის, არა ერთმანეთის შეცდომებსა თუ ხარვეზებზე ჩასაფრების და ასეთი ხარვეზები, რა თქმა უნდა, იარსებებს შექმნილ ვითარებაში, არამედ, გაერთიანების და ერთად დგომის დროა. ამ ფონზე, ექიმებზე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე და ამ სისტემის ხელმძღვანელზე, ჯანდაცვის მინისტრზე, მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, მით უმეტეს, რომ ეს რიგ შემთხვევებში გამოგონილი ისტორიების დაბრალების გზით ხდება, ჯანდაცვის მინისტრის და მთლიანად სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, არა უბრალოდ არასწორია, არამედ გამოდის, რომ მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები