კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში 65 მილიონს აჭარბებს. სახელმწიფოები შეზღუდვების დაწესებას აგრძელებენ.
იტალია რეგიონებს შორის მიმოსვლას კრძალავს. მთავრობის გადაწყვეტილება, ქვეყნის მოსახლეობას 20 დეკემბრიდან 6 იანვრამდე პერიოდში საკუთარი საცხოვრებელი რეგიონების დატოვებას უკრძალავს. ახალ შეზღუდვასთან ერთად ძალაშია უკვე დაწესებული ე.წ. "კომენდანტის საათიც".
ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 60 000-ს გასცდა. პორტუგალიაში კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ.
ვითარება მძიმეა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკის მოქალაქეებს სთხოვს 100 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ.