29 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ 2021 ფისკალური წლისთვის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ 2021 ფისკალური წლისთვის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა. მასში საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი.

"რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ყურადღება და შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რესურსები მიმართოს, ასევე, გაზარდოს NATO-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში. მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით,"-ნათქვამია დოკუმენტში.

2021 ფისკალური წლის თავდაცვითი ბიუჯეტი დაახლოებით 732 მილიარდი დოლარია.

დღის ამბები