29 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ მირიან თაზიაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მირიან თაზიაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას გატაცებულის ოჯახში ადასტურებენ.

გატაცებულის მეუღლე "კურიერთან" აღნიშნავს, რომ მირიან თაზიაშვილს პატიმრობის შესახებ ინფორმაცია ოჯახს ქართულმა მხარემ მიაწოდა. 65 წლის მამაკაცს დე ფაქტო ცხინვალი საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავება, თუმცა ოჯახისთვის გაუგებარია ამ დარღვევის გამო მირიან თაზიაშვილს ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა რატომ შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ მირიან თაზიაშვილი ოკუპანტებმა სოფელ ზარდიაანთკართან 20 ნოემბერს დააკაავეს და ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს.

დღის ამბები