29 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
სასტიკი მკვლელობები და უკანონო დაკავებები ოკუპირებულ რეგიონებში ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა - დავით ზალკალიანის სიტყვა ეუთოს მინისტრთა საბჭოზე

ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე.

მინისტრმა ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააქტიურებულ, როგორც ჰიბრიდულ ომზე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფართომასშტაბიან კამპანიაზე, ისე გახშირებულ კიბერთავდასხმებზე საქართველოს მთავრობის, სასამართლო სისტემის, მედიისა და კერძო სექტორის წინააღმდეგ.

"პანდემიის ფონზე და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვა გრძლედებოდა, რამაც მკვეთრად იმოქმედა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე. უფრო მეტიც, სასტიკი მკვლელობები და უკანონო დაკავებები ამ რეგიონებში ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. კიდევ უფრო საგანგაშოა ის ფაქტი, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ანექსიისკენ დამატებით უკანონო ნაბიჯებს დგამს.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააქტიურდა, როგორც ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფართომასშტაბიანი კამპანია, ასევე გახშირდა კიბერთავდასხმები საქართველოს მთავრობის, სასამართლო სისტემის, მედიისა და კერძო სექტორის წინააღმდეგ. საქართველო მუდმივად აწარმოებს შერიგების და ნდობის აღდგენის პოლიტიკას. პანდემიის რთულ პერიოდში, ჩემი მთავრობა აფხაზეთის რეგიონს ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიდა ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

ცოტა ხნის წინ, საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა, როგორც კონკურენტუნარიანი, სადაც მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო,"-განაცხადა მინისტრმა. 

დღის ამბები