29 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
"აწარმოე საქართველოსთვის" სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღებას იწყებს

დღეიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, სააგენტო "აწარმოე საქართველოსთვის" სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღებას იწყებს.
პროგრამის მიზანია, სარესტორნო ინდუსტრიის სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების დახმარება რომელთაც რეგულაციების პირობებში ოპერირების შესაძლებლობა შეეზღუდათ. სააგენტო მეწარმე სუბიექტის სესხზე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ეროვნულ ვალუტაში დარიცხული საპროცენტო სარგებლის 80%-ს დაასუბსიდირებს, უცხოურ ვალუტაში კი 70%-ის თანადაფინანსებას განახორციელებს.

დღის ამბები