29 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ მოქალაქეებისთვის დაწესებული დახმარება ახალ წლამდე გაიცეს - გიორგი გახარია

შემოსავლების სამსახურში დახმარების მისაღებად განაცხადების წარდგენა დღეიდან დაიწყო - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებმა, ვინც დროებით დაკარგეს შემოსავალი და თავად კომპანიებმაც (არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე), უნდა შეავსონ განაცხადი დროულად, რათა მათ დახმარება ახალ წლამდე მიიღონ.

"დღეიდან ვიწყებთ აღრიცხვას მომართვიანობის ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარებისა იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ბოლო 2 თვიანი შეზღუდვების შედეგად დაკარგეს დროებით სამსახური და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის და ფინანსთა სამინისტროს აქვს მიღებული დავალება, რომ ეს დახმარება გაიცეს ახალ წლამდე, ხოლო მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, რომ მათ ეს დახმარება მიიღონ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

 

დღის ამბები