29 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
დავით ზალკალიანი ვარშავაში ვიზიტისას პოლონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვარშავაში ვიზიტისას პოლონელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში პრიორიტეტული პარტნიორის როლი და ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ისტორიულად ჩამოყალიბებულ საერთო ღირებულებებს - დემოკრატიის, თავისუფლების და სუვერენიტეტის კუთხით.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრთან და პოლონეთის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსთან.

დღის ამბები