29 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
300 ლარიანი კომპენსაციის გასაცემად რეგისტრაცია დღეიდან იწყება

300 ლარიანი კომპენსაციის გასაცემად რეგისტრაცია დღეიდან იწყება. პირებს, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელება და მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი, რათა მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.

რეგულაციის მიხედვით, რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან დამქირავებლები.

დღის ამბები