29 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
მინისტერიალმა დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც ქვეყანას უფრო აახლოებს ალიანსის წევრობასთან - დავით ზალკალიანი

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას თბილისში უკვე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს უკვე აქვს ნატო-საქართველოს გაძლიერებული არსებითი პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ქვეყანას ალიანსის წევრობასთან.

მისივე განცხადებით, მინისტერიალზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ წარმატებულ კურსს, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით აქვს.

"იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოკავშირეებს ნატოში მიეღოთ ინფორმაცია პირველწყაროდან რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით და ასევე ვიმსჯელებთ იმ ერთობლივ ქმედებებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ განეიტრალდეს ეს საფრთხეები. მინისტერიალმა დაამტკიცა ერთხმად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან," - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები