სოფელ სუფსაში თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
სამარშრუტო ტაქსის, რომელიც სავარაუდოდ ფოთიდან მოდიოდა, ტრაილერის ტიპის ავტომანქანა დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ჯგუფები.
ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე.