29 ნოემბერი 2024,   04:03
ვრცლად
მიიღწევა თუ არა კომპრომისი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის - "კურიერის" ინფორმაციით, პარლამენტში შესვლაზე პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა

მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და კონკრეტულ შეთავაზებას მმართველი გუნდისგან ელოდება.

"კურიერის" ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა-არშესვლის საკითხზე პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა და ერთ-ერთ შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა სხვა პარტიებს უთხრეს, რომ თუკი ისინი პარლამენტში შესვლაზე რაიმე პირობით თანხმობას განაცხადებდნენ, მათ წინააღმდეგ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებდნენ. ამ ფაქტს საჯაროდ უარყოფენ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები.

ოპოზიციურ პარტიებს შორის არიან ისეთები, რომლებიც კომპრომისის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ვადამდელი არჩევნების გარდა ხელისუფლებისგან, სხვა ალტერნატიული წინადადებების მოსმენაზეც აცხადებენ თანხმობას. "გირჩისა" და "მოქალაქეების" ლიდერები მმართველი ძალის მხრიდან კონკრეტული წინადადების შეთავაზებას ელიან.

"ქართულ ოცნებაში" მოლაპარაკებების მაგიდასთან განსახილველ კონკრეტულ საკითხებზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანია.

მოხდება თუ არა შეთანხმება კომპრომისულ ვარიანტზე - მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ამ კითხვაზე პასუხს გაცემს, თუმცა როდის შედგება დაანონსებული მესამე რაუნდი, ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები