29 ნოემბერი 2024,   04:03
ვრცლად
რუსთავის თირკმლის ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა იზრდება. ინფექცია დაუდასტურდა რუსთავის თირკმლის ცენტრის ორ თანამშრომელს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სახლში  მკურნალობენ.

"ჩვენთან ამჟამად 2 ექთანია, რომელსაც აქვს დადასტურებული კოვიდი და არიან იზოლაციაში. საბედნიეროდ, ორივეს აქვს მსუბუქი ფორმა.

სამი ექთანი არის კოვიდგადატანილი, რომლებიც მუშაობენ და ეს გვეხმარება დაწესებულების შეუფერხებლად მუშაობაში," - აცხადებს რუსთავის "თირკმლის ცენტრის" დირექტორი ვახტანგ ბარბაქაძე.

დღის ამბები