ჯო ბაიდენმა ეკონომიკურ მრჩეველთა გუნდი ოფიციალურად წარადგინა. არჩეულმა პრეზიდენტმა სახაზინო მდივნის თანამდებობაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე ჯანეტ იელენი დაასახელა. მის მოადგილედ კი ობამას ფონდის ხელმღვანელი უოლი ადეიემო წარადგინა. ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ კი ბაიდენმა პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტი სესილია როუსი დაასახელა.