29 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
საქართველოს მთავრობამ გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადასცა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადასცა

გამყრელიძის თქმით, გრიპის ვაქცინაციაზე მიმართვიანობა მაღალი არ არის. მისივე განცხადებით, რისკ-ჯგუფებში შეყვანილი არიან მასწავლებლები და აცრა მათაც შეუძლიათ.

"ჩვენ 235 ათასი გრიპის ვაქცინა შევისყიდეთ, თუმცა გრიპის ვაქცინის დოზა გაცილებით მეტი იყო, რადგან კერძო სექტორს 60-70 ათასი დოზა ჰქონდა შესყიდული. 160 ათასი დოზა დახარჯულია. 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადავეცით. ასევე აიცრა ჯარი და რისკ ჯგუფები. მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც 65 წლიან ასაკთან დაკავშირებით იყო და ყველას შეუძლია აიცრას. სამწუხაროდ, მიმართვიანობა მაღალი არ არის, მით უფრო რომ არის ვაქცინის ხელმისაწვდომობა. არც ერთ წელიწადს გრიპის ამდენი ვაქცინა არ გვქონია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

დღის ამბები