29 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას თქმით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის.

სიჭინავას თქმით, სამუშაო ჯგუფის მიზანია ქვეყანა მომზადებული შეხვდეს კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.

"შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დროულ შემოტანას და ყველანაირი წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ქვეყნის მაშტაბით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოჯისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები