29 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
როგორ უნდა გადარჩეს ბიზნესი პანდემიის პირობებში - რესტორნების, კაფე-ბარებისა და კვების დაწესებულებების ხელმძღვანელები პრემიერს მიმართავენ

როგორ უნდა გადარჩეს ბიზნესი პანდემიის პირობებში - რესტორნების, კაფე-ბარებისა და კვების დაწესებულებების ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.

მათ შეიმუშავეს კონკრეტული გეგმაც, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება. 

პირველ რიგში ისინი ითხოვენ, რომ მათ მრავალრიცხოვან თანამშრომლებს სახელმწიფომ ხელფასის 50% მაინც გადაუხადოს, იმისათვის რომ მათ არსებობა შეძლონ. ასევე ითხოვენ სარესტორნე ბიზნესისთვის აღებული პროცენტის სუბსიდირებას და კომუნალური გადასახადების შეღავათს. 

"ვინაიდან ბიუჯეტი და სახელმწიფოს ეკონომიკა უკვე დაზიანებულია და უფსკრულშია, სჯობს რომ გავიხსნათ. ჩვენ საზოგადოებამ უნდა ავიღოთ ვალდებულება, ვიაროთ ნიღბებით, ჩავატაროთ ხშირად დეზინფექცია და ის რეგულაციები, რასაც აქამდე ვიცავდით გავაგრძელოთ. აქედან გამომდინარე გამოსავალი იქნება ის, რომ გავიხსნათ, სხვა გზას ვერ ვხედავ," - აღნიშნავს საინიციატივო ჯგუფის წევრი გურამ ბაღდოშვილი. 

როგორც მიმართვის ავტორები ამბობენ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, მკაცრი კარანტინის პირობებში, ინდუსტრიამ უმძიმესი დარტყმა მიიღო, ხოლო 26 ნოემბრის მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ისინი ფაქტობრივად, აჩერებენ საქმიანობას, რადგან მიტანის სერვისით აუცილებელ ხარჯებსაც ვერ გაისტუმრებენ.

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გავიხსნებით და შევძლებთ ფუნქციონირებას. აუცილებელია ეს შეზღუდვები მოხსნან, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღება სავარაუდოდ სტრესულ სიტუაციაში მოხდა და ჩვენ ამის კარგად გვესმის, მაგრამ საჭიროა გავიხსნათ და აქამდე არსებული შეზღუდვებით გვამუშაონ," - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი ლევან ქოქიაშვილი.



დღის ამბები