29 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
ალიანსისა და საქართველოს თანამშრომლობა - NATO-ს მომავალი 10 წლის სტრატეგიაში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზეა ხაზი გასმული

NATO უფრო გლობალური გახდება და საქართველოსთან თანამშრომლობა ამ პროცესის ნაწილიც იქნება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა NATO-ს მომავალი 10 წლის სტრატეგიაში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ NATO  განაგრძობს შესაძლებლობების გაძლიერებას სატელეკომუნიკაციო ქსელების, ჯანდაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების დაცვის კუთხით. იენს სტოლტენბერგი საქართველოს საკითხს შეეხო მოლდოვაზე საუბრისასაც და აღნიშნა, რომ რუსეთს ჯარები ჰყავს განთავსებული ალიანსის უახლოეს სამეზობლოში, ამ ქვეყნების მთავრობების ნების საწინააღმდეგოდ:

"ჩვენ ვხედავთ, როგორ განათავსა რუსეთმა ჯარები ჩვენს უახლოეს სამეზობლოში მთავრობების ნების საწინააღმდეგოდ; თუ როგორ მოახდინა რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია; როგორ განაგრძობს აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას, როგორ ჰყავს რუსეთს განთავსებული ჯარები საქართველოს რეგიონებში და მოლდოვის დნესტრისპირეთში. ეს არის მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ რუსეთი საკმაოდ ხშირად არ სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს და ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის მოლდოვის,"- აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა.

მინისტერიალს დღეიდან ონლაინრეჟიმში შეუერთდება პოლონეთში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დღის ამბები