29 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს, დამცავი სამედიცინო საშუალებები გადაეცა

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს დამცავი სამედიცინო საშუალებები გადაეცა. საუბარია პირბადეებზე, ერთჯერად ხალათებსა და ხელთათმანებზე, რომლითაც ქვეყნის მასშტაბით საჯარო დაწესებულებებში 8 000 ადამიანი აღიჭურვება.

ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სადაც გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეებს შეხვდა.

"აშკარაა, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ აღმავალი მიმართულების შუაში ვართ და მეტი შეზღუდვაც დაწესდა. ხალხი სახლიდან მუშაობს, მაგრამ დიდია იმ კატეგორიის ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც სახლიდან მუშაობა თავიანთი საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ.

ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე იმ საჯარო მოხელეების დამცავი საშუალებებით აღჭურვა, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და დაცვა სჭირდებათ,“ - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა

დღის ამბები