29 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ საფრანგეთის მთავრობა უსაფრთხოების შესახებ სადავო კანონპროექტს გადახედავს

მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ საფრანგეთის მთავრობა უსაფრთხოების შესახებ სადავო კანონპროექტს გადახედავს.

ქვეყნის პარლამენტში აცხადებენ, რომ მთავრობა სრულიად ახალ პროექტს წარადგენს. მოქმედი დოკუმენტით კი ინტერნეტში, ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიაში იკრძალება სამართალდამცველების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნება, მათთვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების მოტივით.

პარლამენტის ქვედა პალატამ კანონპროექტი 24 ნოემბერს დაამტკიცა, რასაც საფრანგეთის ქალაქებში გამოსვლები და აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოყვა.

დღის ამბები