ბელარუსში საპროტესტო აქცია ისევ დაკავებებით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერების მიერ გამართულ ანტისამთავრობო გამოსვლაზე, 30 ადამიანი დააკავეს.
დემონსტრანტები მცირე ჯგუფებად დაიყვნენ და ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით მოაწყვეს მსვლელობა, თუმცა მათ მთავარი მარშრუტისკენ პოლიციამ გზა გადაუკეტა.
ბელარუსში დემონსტრანტები არჩევნების ჩატარების შემდეგ ლუკაშენკოს გადადგომას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.