29 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" ყაჩაღობის მიზნით ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შსს-ში დაუდასტურეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. 

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ყაჩაღებმა სამედიცინო დაწესებულებიდან თანხის წაღება შეძლეს.

 

დღის ამბები