29 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 003 მძიმე პაციენტია, მათგან 376 სუნთქვის აპარატზე იმყოფება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 20 454 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 366 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

მისივე თქმით, აქტიური შემთხვევებიდან მძიმე პაციენტია 1 003, ხოლო სუნთქვის აპარატზე -376 პაციენტი იმყოფება. 

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 454. მათ შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 744, აჭარაში-997, იმერეთში-1 256. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში-452, აჭარაში-152, იმერეთში-236. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში-185, აჭარაში-56, იმერეთში-44.       3 708 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 243-თბილისში, 1 920-აჭარაში, 266-იმერეთში. 10 380 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,"-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

 

 

დღის ამბები