შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 კილოგრამი "ჰეროინის" უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა.
45 წლამდე მამაკაცი საგამოძიებო უწყებამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.