29 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
მოწოდება პოლიციელზე ძალადობისკენ - ასლან ვაშაყმაძე მუქარის შემცველი ვიდეომიმართვის გავრცელებას აღელვებით ხსნის

ასლან ვაშაყმაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის. პირმა რომელმაც აგრესიული და უცენზურო გამონათქვამებით, მოქალაქეებს პოლიციელზე ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებდა გვიან ღამით სოციალურ ქსელი დამატებითი განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, ვიდეომიმართვა სადაც ის ხალხს პოლიციელზე ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებდა ემოციური განცხადებაა, რომელიც აღელვების ნიადაგზე ჩაწერა. ასლან ვაშაყმაძე აღიარებს, რომ მისი მხრიდან გარკვეულ ზედმეტ გადაცდომას ჰქონდა ადგილი, თუმცა აღნიშნავს, რომ ემიჯნება ყველანაირ ძალადობას.

"ქვეყანა, რომ კორუფციაში არის ჩაფლული, ქვეყანა, რომ დაგანგრიეს თავზე იმას მიხედეთ და ის გააპროტესტეთ. ჩემი ლაივი, მოწოდება და გამოსვლები კი არ უნდა გააპროტესტოთ, კი შეიძლება რაღაც ზედმეტი გადაცდომა მომივიდა არ ვუარყოფ, მაგრამ მე ბოდიშს ვუხდი იმ საზოგადოებას, რომელიც მე პირადად მიცნობს და ვინც იცის, რომ პირადად მე ვარ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი და ყოველგვარ ძალადობას ვემიჯნდები პირადად მე, უბრალოდ აღელვებულ ნიადაგზე ვთქვი," - აცხადებს პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრი ასლან ვაშაყმაძე.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში თავდაპირველად გავრცელებულ ვიდეოში ოპოზიციის მხარდამჭერი სამართალდამცველების მიმართ აგრესიული და უცენზურო გამონათქვამებით მოუწოდებს ხალხს - "პოლიციელების სახლიდან გამოთრევას და მათ აჩეხვას" მოუწოდებდა ხალხს. ვიდეომიმართვის ავტორი ასლან ვაშაყმაძე, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან იყრიდა კენჭს.

 

დღის ამბები