18 დეკემბერი 2024,   12:02
ვრცლად
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - მიზეზი შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრაა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზი რამდენიმე დღის წინ, ორი ტანკერის ჩაძირვის შედეგად, შავ ზღვაში დიდი ოდენობით ნავთობის ჩაღვრაა.

ქალაქ ანაპას სანაპიროზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურის 270-მდე თანამშრომელი და 50 ერთეული სპეცტექნიკა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლები ზღვის გასუფთავებას ცდილობენ.

ინციდენტი შავ ზღვაში, ყირიმის სანაპიროსთან 15 დეკემბერს მოხდა. უამინდობისა და, წინასწარი ინფორმაციით, ეკიპაჟის შეცდომის გამო, ორი ხომალდი ჩაიძირა. დაიღუპა ერთი ადამიანი.

დღის ამბები