კენიელ ფოტოგრაფ ჯეკტონ ოდჰიამბოს, მეზობლის, LGBTQ+ აქტივისტის, ედვინ კიპროტიჩ კიპრუტოს მკვლელობისთვის, 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, მკვლელობა დაახლოებით 2 წლის წინ მოხდა. მოსამართლე რუბენ ნიაკუნდიმ განაცხადა, რომ სასჯელის ვადა მკვლელობის სისასტიკიდან გამომდინარეობდა.
ცნობისთვის, მოდის 25 წლის დიზაინერი ჩილობა დაახრჩვეს, რის შემდეგაც, მისი სხეული გზის პირას მდგარ რკინის ყუთში ჩააგდეს. მკვლელობამ კენიის LGBTQ+ საზოგადოებაში შოკი გამოიწვია.