18 დეკემბერი 2024,   10:57
ვრცლად
"ჩვენ გვაქვს მოცემულობაში ილონ მასკისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი ფოტო, ისევე, როგორც გვაქვს უკვე არსებული სანქციები და მას არაფერი ემუქრება" - თეონა აქუბარდია

პოლიტიკოსები აფასებენ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეფრი საქსის ინტერვიუს, რომელიც ილონ მასკმა, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრმა, საკუთარ სოციალურ ქსელ "იქსზე" გააზიარა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა გააზიარა და მიაჩნიათ, რომ ამ მიმართულებით შეერთებული შტატებში მიმდინარე პროცესები მხოლოდ შიდა პოლიტიკური საკითხია. ინტერვიუში ჯეფრი საქსი ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოში ხელისუფლების ცვლილებასა და კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

ამერიკელი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ტრამპი, რომელსაც, საქსის მტკიცებით, არ უყვარს ომი, თანამდებობიდან გაათავისუფლებს ყველას, ვინც ესკალაციით არის დაინტერესებული. ამ ინტერვიუს ილონ მასკმა "უაღრესად საინტერესო" უწოდა.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაწესებულ სანქციებს არაფერი ემუქრება, რადგან რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები საქართველოს საკითხს ძალიან ხმამაღლა აყენებენ სანქციების საკითხზე.

"ჩვენ გვაქვს მოცემულობაში ილონ მასკისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი ფოტო, ისევე, როგორც გვაქვს უკვე არსებული სანქციები და კიდევ დაპირებული სანქციები ივანიშვილის რეჟიმზე, რომელსაც შეუძლებელია რამე დაემუქროს. რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები საქართველოს საკითხს ძალიან ხმამაღლა აყენებენ სანქციების საკითხზე", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები