18 დეკემბერი 2024,   14:50
ვრცლად
თურქეთში მიწისძვრა მოხდა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია

თურქეთში, დენიზლიში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 03:01 საათზე მოხდა. ბიძგების სიმძლავრე მიწის ქვეშ სულ რაღაც 7,6 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მედიის ცნობით, ზომიერი სიმძლავრის მიწისძვრა მოქალაქეებმა იგრძნეს, რამაც ხანმოკლე პანიკაც გამოიწვია.

ცნობილია, რომ მიწისძვრის ნეგატიური ზემოქმედება ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, თუმცა ის ახლომდებარე პროვინციებსა და რეგიონებშიც იგრძნობოდა.

დღის ამბები