"კურორტების განვითარების მომავალი" – საკურორტო ინდუსტრიის თანამედროვე გლობალური ტენდენციების შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენციას თბილისმა უმასპინძლა.
150-მდე დელეგატთა შორის იყვნენ მსოფლიოს წამყვანი კურორტოლოგები და ექსპერტები აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და იაპონიიდან.
აქცენტი გაკეთდა სფეროს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. კონფერენციის ორგანიზატორი კურორტების განვითარების სააგენტოა.