18 დეკემბერი 2024,   10:49
ვრცლად
წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ლევან საგინაშვილი სამშობლოში დაბრუნდა

წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, სამშობლოში ლევან საგინაშვილი, იგივე "ჰალკი" დაბრუნდა. 36 წლის სპორტსმენმა მკლავჭიდში, EAST WEST-ის ღონისძიებაზე ამერიკელი ჯერი კადო-რეტი დაამარცხა.

საგინაშვილმა მეტოქეს ოთხივე რაუნდი მოუგო. ქართველმა მკლავჭიდელმა აშშ-ში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობა პირველად მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ მას შეხვედრამდე მაჯა ჰქონდა დაზიანებული და რამდენიმე თვე მკურნალობდა, მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის დაცვა შეძლო. თბილისში დაბრუნებულ სპორტსმენს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.

დღის ამბები