ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა სოფელ დიღომს, მცხეთისა და დუშეთის რაიონის სოფლებს შეეხება.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 დეკემბერს, 11:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - თხინვალა, ლისი, თელეების მიწა და მიმდებარე სოფელბში; 12:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაზალეთის ტბა, საშაბურო, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში: 14:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში გაბრიელ ათონელის, ზემოუბნის, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში," - ნათქვამია ინფორმაციაში.