18 დეკემბერი 2024,   09:51
ვრცლად
ტიერი მარიანი: "საქართველოში ევროკავშირი უგულებელყოფს ხალხის ნებას, თქვენ აგულიანებთ ამ პროტესტს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ცდილობთ პროცესები უმართავი გახდეს მაიდანის მსგავსად" 

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები დასრულებულია. სიტყვით გამოსვლები ჰქონდათ ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. იმ ევრო დეპუტატებმა, რომლებიც გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდნენ, კოლეგებს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ საკუთარი პოზიციები გააცნეს. ევროპარლამენტარების ნაწილმა განაცხადა, რომ დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ უსამართლო და შერჩევითია:

"საქართველოში და რუმინეთში ევროკავშირი უგულებელყოფს ხალხის ნებას. ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ ცდილობთ დესტაბილიზაციის მოხდენას საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ. საქართველოში იყო პროტესტი, თქვენ აგულიანებთ ამ პროტესტს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ცდილობთ რომ პროცესები უმართავი გახდეს მაიდანის მსგავსად. საქართველო და თავისი ინსტიტუტები აწყდებიან ძალადობას იმათი მხრიდან, ვინც წააგო არჩევნები. იმის მიუხედავად, რასაც თქვენ აკეთებთ, "ქართული ოცნების" გამარჯვება აღიარებული იყო სახელმწიფოების მიერ. პრეზიდენტი არჩეულ იქნა კანონის მიხედვით. ხალხს რუმინეთსა და საქართველოში არ უნდათ რომ სუვერენიტეტი წაართვან,"- აცხადებს ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი.

 

დღის ამბები