18 დეკემბერი 2024,   09:53
ვრცლად
"დამატებითი სანქციების პაკეტი უახლოეს კვირებში გამოქვეყნდება" - მეთიუ მილერი

"დამატებითი სანქციების პაკეტი უახლოეს კვირებში გამოქვეყნდება", - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი. მეთიუ მილერმა საქართველოში აქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მილერის თქმით, დღეს უფრო მკაფიოდ ვერ ისაუბრებს, თუმცა არის სხვა სანქციები.

"პარასკევს თქვენ ნახეთ, რომ 20 ახალი სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ მთავრობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. ჩვენ სხვა ქმედებები გვექნება, რომლებიც მზად ვართ, რომ უახლოეს კვირებში განვახორციელოთ. როგორც განცხადებაში ვთქვით, გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ. უფრო მკაფიოდ ვერ ვიტყვით, მათ შორის მდივანი ბლინკენის განცხადება ერთი კვირის წინ და ჩემი განცხადება პარასკევს, რომ ჩვენ დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.

 
დღის ამბები