დღეს ბარბარობაა - მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.
ყველა მოქმედ ტაძარში დღეს წირვა-ლოცვა აღევლინება. წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება.