24 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
ხმაური აღმაშენებლის ხეივანში, სადაც ოპოზიციის წევრი და მათი მხარდამჭერი ქალები გზის გადაკეტვას ცდილობენ - ისინი მსვლელობით ცესკოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ

ხმაურია აღმაშენებლის ხეივანში, სადაც ოპოზიციის წევრი და მათი მხარდამჭერი ქალები გზის გადაკეტვას ცდილობენ. ისინი მსვლელობით ცესკოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ. მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნებია.

მანამდე, ცესკოსთან დაპირისპირება იყო სამართალდამცველებთან. აქციის მონაწილეები შეეცადნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში ერთად შესულიყვნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. შეკრებილებს ცესკოში ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებების შეტანა სურდათ. სამართალდამცველებმა მათ განუმარტეს, რომ შენობაში ეტაპობრივად შეუშვებდნენ. აქციის მონაწილეები რამდენჯერმე შეეცადნენ ჭიშკრის გაღებას, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

 

დღის ამბები