24 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
"საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იქნება ჩემი გამოსვლის მთავარი თემა" - პრემიერი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უნგრეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სხდომაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები ესწრებიან.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი გამოსვლის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იქნება.

"ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ამ ღონისძიებაზე იკრიბება ყველა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მალევე ტარდება ეს ღონისძიება ბუდაპეშტში, უნგრეთის მასპინძლობით. მე, პირადად, მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე, დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

ასევე, გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროპელ ლიდერებთან გავისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რაც საინტერესოა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით. ყველა თემაზე გვექნება საუბარი, მათ შორის ჩვენს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. გვექნება საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე - რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩემი გამოსვლის მთავარი თემა," - აცხადებს პრემიერი.

დღის ამბები