24 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
თოვლი, ქარბუქი, შტორმი ზღვაზე - 5 ნოემბრის მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ასევე ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

დღის ამბები