24 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა - ესაა საქართველოს რეალური სახე, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას" - შალვა პაპუაშვილი

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მან საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას. მინდა, ყველას მოვუწოდო 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, რათა საბოლოოდ, გამარჯვებით დავაგვირგვინოთ ეს საარჩევნო მარათონი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები