აშშ-ში, მენის შტატში, ძაღლმა ასაკოვანი ქალის სიცოცხლე გადაარჩინა, რომელიც ლაშქრობის დროს ტყეში დაიკარგა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
72 წლის პამელა ხელმშტედერი, 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. მასთან ერთად მისი ძაღლი, შავი ლაბრადორი სახელად "ნენსი" იყო.
მაშველების განმარტებით, ტყეში ღია ცის ქვეშ ძილის დროს, ძაღლი პარტონს გულ-მკერდზე ეწვა და ასე ათბობდა, რამაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა. მაშველების თქმით, დაკარგული ქალის პოვნის დროს, ძაღლი მის დაცვას ცდილობდა და გვერდიდან არ შორდებოდა.