საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ, დამატებით შვიდ ქალაქში გაიხსნება უბნები. გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. ეს ქალაქებია
ნიუ-იორკი, ბერლინი, ბარსელონა, რომი, ათენი, სალონიკი და პარიზი.
ცესკოს ცნობით, საარჩევნო დღეს ჯამში 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იქნება.
სხდომის დაწყებამდე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კომისიის წევრებს გააცნო, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია გააცნო.
ითქვა, რომ ისრაელში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას, მოგვიანებით მიიღებს.