24 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
როგორც კი უკრაინაში დასრულდება ომი ანუ დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე მოიხსნება მეორე ფრონტის ინტერესი და გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის - ირაკლი კობახიძე

ჩვენ მაქსიმალურად გვინდა გავუფრთხილდეთ ამერიკის რეპუტაციას ამ ქვეყანაში გამომდინარე იქიდან, რომ გათვლა გვაქვს ურთიერთობების გადატვირთვაზე მომავალი წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც კი უკრაინაში დასრულდება ომი, ანუ დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე მოიხსნება მეორე ფრონტის ინტერესი და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებს ეხებოდა.

"ეს ქარდები საერთოდ ვის მოაფიქრდა არ ვიცი. არასერიოზული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და კარგია, რომ ამ ქარდების გამოქვეყნება აღარ გრძელდება. ასეთი ქარდები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა სერიოზულად აზიანებს ასეთი ქმედებები ამერიკის რეპუტაციას და იმიჯს ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების თვალში.

ჩვენ მაქსიმალურად გვინდა გავუფრთხილდეთ ამერიკის რეპუტაციას ამ ქვეყანაში გამომდინარე იქიდან, რომ გათვლა გვაქვს ურთიერთობების გადატვირთვაზე მომავალი წლიდან, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი. უნდა დასრულდეს ომი, ეს არის მთავარი. ვიდრე გრძელდება უკრაინაში ომი, კონკრეტულ ძალებს კვლავაც აქვთ იმის იმედი, რომ საქართველოში გაიხსნება მეორე ფრონტი და ამას უკავშირდება მთელი ეს მოძრაობები. როგორც კი უკრაინაში დასრულდება ომი, ანუ დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე მოიხსნება მეორე ფრონტის ინტერესი და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ომის დასრულებამდე გვექნება კვლავაც სერიოზული რისკები, იქნება სერიოზული ინტერესი, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა რამენაირად შეეშველოს პირველ ფრონტს, თუმცა, როგორც კი პირველი ფრონტი ამოწურავს თავის თავს, როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, მაშინვე ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე და კონკრეტულად ჩვენს ხელისუფლებაზე მოიხსნება", -  განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები